ჟურნალმა Forbes-მა 2019 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ქალი მსახიობების ათეული დაასახელა.
სიის სათავეში სკარლეტ იოჰანსონია 56 მილიონი დოლარით. Forbes-ის ინფორმაციით შემოსავლის დიდი ნაწილი მარველის მიერ გადახდილი ანაზღაურებაა.
სიის ათეულში პირველად გამოჩნდნენ მარგო რობი და ელიზაბეტ მოსი, ასევე ათეულში დაბრუნდნენ სოფია ვერგარა და რიზ უიზერსპუნი.
Forbes-მა სიის მისაღებად, მსახიობებეს მიერ 2018 წლის 1 ივნისიდან 2019 წლის პირველ ივნისამდე მიღებული ანაზღაურებები დააჯამა.
1. სკარლეტ იოჰანსონი - 56 მილიონი დოლარი
2. სოფია ვერგარა - 44.1 მილიონი დოლარი
3. რიზ უიზერსპუნი - 35 მილიონი დოლარი
4. ნიკოლ კიდმანი - 34 მილიონი დოლარი
5. ჯენიფერ ენისტონი - 28 მილიონი დოლარი
6. Kaley Cuoco - 25 მილიონი დოლარი
7. ელიზაბეტ მოსი - 24 მილიონი დოლარი
8. მარგო რობი - 23.5 მილიონი დოლარი
9. შარლიზ ტერონი - 23 მილიონი დოლარი
10. ელენ პომპეო - 22 მილიონი დოლარი