სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინფლაციამ 4.9% შეადგინა.
გასულ წელთან შედარებით, ფასები განსაკუთრებით მომატებულია ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე (13.8%), სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე (8%), დასვენებაზე, გართობასა და კულტურაზე (6.2%), ტრანსპორტსა (4.4%) და ჯანდაცვაზე (3.9%). გაიაფდა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 6.9%-ით.
ივლისთან შედარებით, აგვისტოში ინფლაციის მაჩვენებელი 0.8% იყო. წინა თვესთან შედარებით, გაძვირდა სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (1.5%), ჯანდაცვა (0.7%) და ტრანსპორტი (0.6%).
როგორც ეროვნული ბანკის ივლისის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშშია ნათქვამი, მოკლევადიანი პროგნოზით, ინფლაცია მიზნობრივი ნიშნულის, 3%-ის მაღლა დარჩება. ეროვნული ბანკი ვარაუდობს, რომ საშუალო ვადიან პერსპექტივაში, ინფლაციის დონე დაუბრუნდება მიზნობრივ ნიშნულს.