სამთავრობო ცვლილებები

მარშანია ქართული ოცნების წევრებს: მოდით, ვიოცნებოთ, თქვენ ხომ ოცნების წევრები ხართ.

ბატონო კარლო, იცით რაზე მინდა თქვენთან ერთად ვიოცნებო? მოდით, ვიოცნებოთ. თქვენ ხომ ოცნების წევრები ხართ. მოხდა საოცრება თქვენს გულსა და თავში, თქვენ ნაკლებად გეხებათ ალბათ ეს და ქართული ოცნების უმრავლესობა გადმოვიდა ჩვენს ფრაქციაში და ჩვენ გავხდით უმრავლესობა პატრიოტთა ალიანსი პარლამენტში. თქვენ წარმოიდგინეთ, რა კარგი ამბები დაიწყება. პირველი - მივიღებთ რეზოლუციას, რომელიც დიდი ხანია მისაღებია, ამას ოვაციით მიიღებს ჩვენი მოსახლეობა. მეორე - გადავაყენებთ ამ პროკურორის და დავაყენებთ ახალ პროკურორს, რომელსაც პროკურორი ჰქვია, არ ეწყინოს ბატონ თადუმაძეს და ფანტომია ის, ვიდრე პროკურორი. როგორ დავარქვა, მძინარე მზეთუნახავი შეიძლება დავარქვა. არვიცი, იმის მერე, რაც ბატონი თადუმაძე ჩვენ პროკურორად დავამტკიცეთ, მე ის თვალით არ მინახავს საერთოდ, არ გამოჩენილა. არადა, 56 000 გაწამებული ადამიანის განცხადება პროკურატურაში დევს. ნუ, ეს არაფერი, ეს არის წვრილმანი, რასაკვირველია, თქვენი ხელისუფლებისთვის. შემდეგ რა ხდება, ბატონო კარლო, იცით? ავტომატურად შემოდის საკითხი, ახალი მთავრობა უნდა დავამტკიცოთ, უცილობლად. არ არის გამორიცხული, რომ ძველი წევრები დარჩებიან, არ არის გამორიცხული, არ არის ყველა დასაწუნი, ნამდვილად. და შემდეგ, იცით რა ხდება, ყველაზე სწორი? ვმუშაობთ ახალ საარჩევნო კოდექსზე, მართლა კოდექსზე და არა მოჩვენება კოდექსზე, რომელმაც თქვენ გამარჯვება უნდა მოგიტანოთ. მაგრამ არანაირად არ გამოვა ეს 2020 წელს, იმიტომ, რომ თქვენ ისეთი დისკრედიტირებული ძალა ხართ, და თავად მშვენივრად იცით რატომ და ყველაზე სამართლიანი შედეგი მომავალი არჩევნების იქნება ის, რომ თქვენ და თქვენი კოჰაბიტირებული ძალა ერთმანეთს ჩაეხუტოთ, წაბრძანდეთ სახლში, დაანებოთ ხელისუფლებას.

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პატროტთა ალიანსის წევრი ადა მარშანია, ქართული ოცნების წევრს, კარლო კოპალიანს მიმართავს.

კომენტარები