ტეილორ სვიფტი ვოგის ჟურნალისტ ბევრ თემაზე ესაუბრა. მომღერალმა აღნიშნა, რომ მსუიაკლურ ინდუსტრიაში სექსიზმი ხშირი მოვლენაა და ქალებისთვის ეს ყველაფერი საკმაოდ მძიმეა.
"როცა თინეიჯერი ვიყავი ამას ნაკლებად ვამჩნევდი და სულ მიკვირდა. ახლა, როგორც ზრდასრული ქალი ვხვდები, რომ მაშინ ბავშვი ვიყავი და ამიტომაც ვერ ვამჩნევდი. გამხდარი, გოგონა ვიყავი, რომელიც კაცებს თავიანთ ძმის შვილს მოაგონებდათ. როდესაც სტადიონების შევსება დავიწყე და უფრო ქალური გავხდი მაშინ ყველაფერი შეიცვალა."
ასევე სვიფტმა ქეითი ფერისთან შერიგების ისტორიაც მოყვა:
"როდესაც ქეითის დავურეკე და ჩემს მუსიკალურ ვიდეოში მოვიპატიჟე მას გული აუჩუყდა და მაშინვე ჩემთან მოვიდა, რომ ეს ყველაფერი რეალური ყოფილიყო. საათების განმავლობაში ვლაპარაკობდით ყველაფერზე."
და LGBTQ თემის პრობლემებზეც ისაუბრა.
"თითქმის ყველას უფლებები ირღვევა, ვინც სთრეითი, თეთრკანიანი კაცი არ არის. ცოტა ხნის წინ, ვერც ვხვდებოდი, რომ იმ თემის დაცვა შემეძლო, რომლის ნაწილიც არ ვარ. რთულია მიხვდე ეს როგორ გააკეთო ისე, რომ მუდმივად შეცდომის დაშვების შიში არ გაწუხებდეს. ეს კი ერთ ადგილას გყინავს, რადგან ჩემი შეცდომები ყოველთვის ძალიან ხმაურიანია. თუმცა ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია"