მეცნიერების მტკიცებით, 2011 წელს იტალიაში აღმოჩენილი ხელჩაკიდებული ჩონჩხები, სახელად "მოდენას შეყვარებულები", კაცები აღმოჩდნენ.
2009 წელს, როდესაც არქეოლოგებმა "მოდენას შეყვარებულები" აღმოაჩინეს, მათი სქესის დადგენა გართულდა, რადგან ნამარხი დაზიანებული იყო. თუმცა, ახალი ტექნიკა- კბილის ემალზე ცილის გამოყენება, მათ ხელჩაკიდებული ჩონჩხების სქესის გარკვევაში დაეხმარა.
მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია დადგენა, თუ რა ურთიერთობა ჰქონდათ მათ ერთმანეთთან, ამ პერიოდის საზოგადოების შეხედულებები და რელიგიური აკრძალვები მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ ეს "ჰომოსექსუალური ურთიერთობის განზრახ გამოვლინება" არ არის.
რა ურთიერთობა ჰქონდათ ძვ.წ. 4-6 საუკუნით დათარიღებულ რომაელ ჩონჩხებს ერთმანეთთან, ისევ უცნობია. მეცნიერთა ვარაუდით, მათი აღმოჩენის ადგილი ომში დაღუპულთა სამარხია. როგორც ფედერიკო ლუგლიმ Rai news-ს უთხრა, ჩონჩხები, შესაძლოა, ნათესავებს, ძმებს ან თანამებრძოლებს ეკუთვნოდეთ.