დმანისში ცეცხლსასროლი იარაღით 65 წლის მამაკაცი მოკლეს.
როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.
მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.