ხალხს აინტერესებს ის, რაშიც ქართულმა ოცნებამ ყველაზე დიდი მინუსი აჩვენა, ეს არის უმუშევრობა, ფასების ზრდა, სიღარიბე. მათაც კი, ვინც დასაქმებულნი არიან, არ ჰყოფნით ხელფასი და პენსია. მიზეზი რა არის? გაძვირებული ცხოვრება. შევიდეთ აფთიაქში, შევიდეთ მაღაზიაში - კატასტროფული ფასები. ეს ზუსტად არის NDI-ს კვლევაში ასახული. ამიტომაც არის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი იმისა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, რაც მიუთითებს ჩვენი მოქალაქეების მხრიდან უპერსპექტივობაზე ქართული ოცნების პირობებში. საზოგადოება შეთანხმებულია, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში არ იქნება, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი მართავს. საშველი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც არჩევნების შედეგად ახალი ხელისუფლება იქნება არჩეული.
tbl.ge/40n1
დაკოპირდა
ევროპული საქართველოს დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი NDI-ს უკანასკნელ კვლევაზე. კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 49% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, რაც ბოლო 10 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ამავე თემაზე
- NDI: ფასების ზრდა და ინფლაცია გამოკითხულთა 37%-ისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხია
- NDI: საქართველოს მოსახლეობა ფიქრობს, რომ რუსეთის მთავრობა და ხალხი ერთი არ არის
- NDI: პრეზიდენტის საქმიანობას ცუდად 32% აფასებს, პრემიერის – 27%
- NDI: უმრავლესობას ეჭვი ეპარება, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს
- NDI: მთავრობის საქმიანობას მოსახლეობის 39% ცუდად აფასებს, 51% – კარგად