ბესელია: ალანიას მხარს არ დავუჭერ, რადგან ძალადობრივ სისტემას განასახიერებს

ამ კანდიდატს [თამარ ალანიას] მხარს არ დავუჭერ, რადგან ძალადობრივ სისტემას განასახიერებს, რომელსაც ქართველმა ხალხმა უარი უთხრა. სასამართლოს სჭირდება ახალი ენერგია, მაღალი რეპუტაციის მქონე მოსამართლეები. მმართველმა პარტიამ უნდა გააცნობიეროს, რომ არ შეიძლება წარსულში დაბრუნება.

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ამბობს, რომ უზენაესის მოსამართელობის კანდიდატს თამარ ალანიას მხარს არ დაუჭერს. ბესელიას ამ კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.

კომენტარები