რეკლამა

ენერგოეფექტური მშენებლობები ®

კლიმატური ცვლილებები თუ გლობალური დათბობა გარემო პირობების გაუარესებას იწვევს. ამიტომ, მრავალი სხვადასხვა ბიზნესი, მათ შორის, სამშენებლო კომპანია, უკვე პრევენციული ღონისძიებების გატარებას იწყებს. მშენებლობაში ენერგოეფექტური მშენებლობები უფრო და უფრო ხშირად გვხვდება ხოლმე. რას ნიშნავს ენერგოეფექტურობა? ეს არის ენერგიის შეზღუდვა სამრეწველო თუ საყოფაცხოვრებო პროცესებში და მისი, როგორც რესურსის, ოპტიმალური გამოყენება. მთავარია ზედმეტი ენერგია არ დაიკარგოს და ისევ მომხმარებლის კომფორტს მოხმარდეს. 

არქი ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც თავის მშენებლობებში ენერგოეფექტურ მასალებს იყენებს. მათგან აღსანიშნავი იტონგის ბლოკია. სწორედ ენერგოეფექტურობაა მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა. მაგალითად, ის სხვა ჩვეულებრივ ბლოკებთან შედარებით 6-ჯერ ნაკლებად თბოგამტარია. ეს კი მის მიერ ნაკლებად დახარჯულ ენერგიაზე მიუთითებს. ზუსტად ეს არის ენერგოეფექტურობა, რომელიც ბინაში კომფორტული ტემპერატურის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. მაგალითად, იტონგის ბლოკით აშენებული ბინის ყიდვა თქვენთვის ეკონომიური გადაწყვეტილება იქნება. ზამთარში არ მოგიწევთ გათბობის ჩართვა, ხოლო ზაფხულში - კონდიციონერის. ნაკლებად დახარჯული ენერგია კი თავისთავად ნაკლებ კომუნალურ ხარჯებს უდრის. 

გარდა ენერგოეფექტური სარგებლისა, იტონგის ბლოკი არის ცეცხლგამძლე, გამოირჩევა უმაღლესი ტვირთგამძლეობის უნარით, შთანთქამს ხმას და ერთ-ერთი საუკეთესო ეკოლოგიურად მდგრადი სამშენებლო მასალაა.

არქის ენერგოეფექტური ბინები არქელებს მაქსიმალურ კომფორტს, ხარჯების დაზოგვას და, ამავდროულად, გარემოზე ზრუნვას პირდება

კომენტარები