მიხეილ სააკაშვილის განცხადებები გიგა ბოკერიას შესახებ

ხაბეიშვილი: ის, რომ ბოკერიას შესაძლოა პრობლემები ჰქონდეს ქრისტიანობასთან, დამალული არაა

​ის რომ წინა ხელისუფლების დროს, ბოკერია იყო ერთ-ერთი იმ როლის შემსრულებელი, რომ რაღაცნაირი დისტანცირება რომ მოხდარიყო ქრისტიანობასთან, მართლმადიდებლობასთან, მე ამაში აბსოლუტურად ვეთანხმები მიხეილ სააკაშვილს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რაიმე პრობლემა შესაძლოა გვქონდეს სხვა მიმართულებით. ის რომ ბოკერიას გარკვეული პრობლემები შესაძლოა ჰქონდეს მართლმადიდებლობასთან, ქრისტიანობასთან, ეს მე მგონია, რომ არ არის საზოგადოებაში ისეთი დამალული, დაფარული და ახალი თემა, რომ შეიძლება ისტერიკაში ჩავვარდეთ. თუმცა, ვინ რომელ ჯვარს ატარებს და რა რელიგიური მრწამსი ექნება, რა თქმა უნდ არის მისი საქმე და არასდროს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მსგავსი განსხვავებების გამო არავინ იდევნებოდა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა, ეს ტვ პირველის ეთერში თქვა. ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავარ არხთან ინტერვიუში ევროპული საქართველოს ლიდერი და ყოფილი თანაგუნდელი გიგა ბოკერია "ტრადიციებთან მებრძოლ ანტიქრისტიანად" გამოაცხადა და თქვა, რომ მისგან განსხვავებით, თავად მართლმადიდებელი ქრისტიანია, რომელსაც ჯვარიც უკეთია

კომენტარები