დიმიტრი ცქიტიშვილი

"ცქიტიშვილები კარგ ხაჭაპურებს ვაცხობთ" - დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის ფოტო ხაჭაპურთან

facebook.com/dimitri.tskitishvili

საქართველოს პარლამენტის წევრი ქართული ოცნებიდან, დიმიტრი ცქიტიშვილის ფეისბუქზე ხაჭაპურთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს. დეპუტატმა პოსტში ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილიც მონიშნა, რომლის მისამართით მამუკა ხაზარაძემ სექსისტური ფრაზა გამოიყენა.

"ცქიტიშვილები კარგ ხაჭაპურებს ვაცხობთ.
Maya Tskitishvili არც დიდი საქმეების კეთება გვეშლება", - წერს დეპუტატი.

ლელოს დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს, 3 ოქტომბერს, ინფრასტრუქტურის მინისტრის მისამართით სექსისტური განცხადება გააკეთა.

"მაია ცქიტიშვილს წარმოდგენა არ აქვს, თუ რა არის ინფრასტრუქტურა. შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ არ ვიცი რა გამოცდილება ჰქონდა მას წინა ცხოვრებაში, როცა ამ მილიარდებს აბარებენ", - თქვა მან.

მისი ამ განცხადების კრიტიკას ხაზარაძე მოგვიანებით ფეისბუქზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ ეს გამოთქმა მინისტრის სქესს არ გულისხმობდა და ზუსტად იგივე კონტექსტში ახსენა ხაჭაპურის ცხობა პროკურატურაზე საუბრისას. ლელოს დამფუძნებელი ასევე დასძენს:

"საკმარისია ხაჭაპურზე კომენტარები, ისაუბრეთ გაჩერებულ ქვეყანაზე".

კომენტარები