ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია

ტრანსპორტი ფალიაშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძისკენ კავსაძის ქუჩის გავლით იმოძრავებს

თბილისის მერიის ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო, 17 ოქტომბრის 00:00 საათიდან თაქთაქიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება, ხოლო, კავსაძის ქუჩაზე შეიცვლება ცალმხრივი მოძრაობის მიმართულება.

მათი ცნობით, როგორც კერძო, ასევე მუნიციპალური ტრანსპორტი ფალიაშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირს კავსაძის ქუჩიდან დაუკავშირდება.

"გარდა ამისა, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკუმიმართულებით ბერძენიშვილის, აბაშიძისა და კავსაძის ქუჩების გავლით მობრუნდება"- აცხადებენ მერიაში. 

კომენტარები