ზოგიერთმა, ყველასათვის კარგად ნაცნობმა ვარსკვლავმა გრძელი გზა გაიარა პოპულარობამდე და ბევრი სამსახურიც გამოცვალა იმისთვის, რომ საკუთარი თავის შენახვა შეძლებოდა.
ბრედ პიტი
როდესაც, ბრედ პიტი მისურის უნივერსიტეტიდან გარიცხეს, მსახიობი ლოს ანჯელესში ჩამოვიდა და უამრავი სამსახური გამოიცვალა. ერთ-ერთი კი მაცივრების მიტანის სერვისი იყო.
მადონა
მას შემდეგ, რაც ის ნიუ იორკის უნივერსიტეტიდან გამოაგდეს, მადონა ნიუ-იორკშ ჩამოვიდა და Dunkin Donuts-ში მუშაობდა.
ქანიე ვესტი
მიუხედავად იმისა, რომ ვესტი მუსიკით ბავშვობიდან იყო გატაცებული, მისი შემოსავლის წყარო GAP-ში, ტანსაცმლის გაყიდვების კონსულტანტად მუშაობა იყო.
ჩეინინგ ტატუმი
როდესაც ჩეინინგ ტატუმი კოლეჯის დამთავრების შემდეგ სახლში დაბრუნდა ის ბევრ სამსახურში მუშაობდა - მათ შორის ღამის სტრიპ-კლუბებში ცეკვაც იყო.
ჯულია რობერტსი
სანამ ჯულია რობერტსი სამსახიობო კარიერას დაიწყებდა და ოსკარის მფლობელი გახდებოდა ის Baskin-Robbins-ის ნაყინის გამყიდველი იყო.
ნიკოლ კიდმანი
17 წლის ასაკში ნიკოლ კიდმანი მასაჟის თერაპევტი იყო და დედას ეხმარებოდა, რომელიც იმ დროს მკერდის კიბოს ებრძოდა.
ჯენიფერ ჰადსონი
ჯენიფერ ჰადსონი 16 წლის ასაკში Burger King-ში მუშაობდა. თავისი და ამბობს, რომ ვარსკვლავი მაშნაც სულ მღეროდა.
ნიკი მინაჟი
19 წლის ნიკი მინაჟი ბრონქსის რესტორანში Red Lobster მიმტანად მუშაობდა.
ჰიუ ჯეკმანი
სკოლის დამთავრებასა და კოლეჯის დაწყებას შორის შუალედში, ჰიუ ჯეკმანი ფიზიკური აღზრდის მასწავლებლად მუშაობდა.
კრისტოფერ უოლკენი
როდესაც კრისტოფერ უალკინი 16 წლის იყო, ის ცირკში, ლომების მომთვინიერებლად მუშაობდა. ის ნომრებს ხვად ლომთან - შებასთან ერთად დგამდა და ასრულებდა.