ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში

ქედაში ავტობუსის გადაბრუნების შედეგად 15 ადამიანი დაშავდა

tv25

ქედაში ავტობუსის გადაბრუნების შედეგად 15 ადამიანი დაშავდა. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

როგორც "ტაბულას" აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში უთხრეს, 15 ადამიანს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება, აქედან 2 კი დამატებითი კვლევებისთვის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები