დაპირისპირება საპატრიარქოში

სააკაშვილი: ეკლესია ჩემს დროს გაძლიერდა და ამით ვამაყობ, ჩემს პირად მიღწევად მიმაჩნია

საქართველო არის ფუნდამენტურად ქრისტიანული ქვეყანა, მოსწონს ეს ვიღაცას თუ არ მოსწონს, საქართველის აქვს ძალიან ღრმა ტრადიციები, საქართველოს ეკლესია გაძლიერდა განსაკუთრებით ჩემს დროს და ამით მე ვამაყობ, იმიტომ, რომ ის გაძლიერდა ქართულ სახელმწიფოებრიობასთან ერთად, ქართული სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას მოჰყვა ეკლესიის გაძლიერება და რწმენის განტკიცება, არამხოლოდ ბოდიშს არ მოვიხდი ამაზე, არამედ, ეს მიმაჩნია ჩემს პირად მიღწევად, როგორც სხვა ადამიანების, ვინც ამას ხელს უწყობდა, და მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის ეს არის დადებითი პროცესი

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავარი არხის ეთერში, ეკლესიაში მიმდინარე პროცესებზე.

კომენტარები