საგარეო ვაჭრობა

იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 10.4%-ით გაიზარდა, იმპორტი 3.1%-ით შემცირდა

AP Photo

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2019 წლის პირველ ათ თვეში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 0.5%-ით გაიზარდა და 10 367.3 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა.

ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.4%-ით გაიზარდა და 3 035.7 მილიონ დოლარს მიაღწია, ხოლო იმპორტი 3.1%-ით შემცირდა 7 331.6 მილიონ დოლარამდე.

სავაჭრო ბალანსის დეფიციტი 41.4%-ია.

აღნიშნული მონაცემები წინასწარია, დეტალურ ინფორმაციას საქსტატი 19 ნოემბერს გამოაქვეყნებს.

კომენტარები