პროპორციული საარჩევნო სისტემა

ევროპარლამენტარი: პროპორციული ხალხის მოთხოვნა იყო და პარლამენტმა ვერ შეძლო მათი მოსმენა

სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტის მმართველმა გუნდმა ვერ შეძლო ამ მნიშვნელოვანი რეფორმის ირგვლივ მხარდაჭერის კონსოლიდაცია. 

შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულზე გადასვლა ქართველი ხალხის მოთხოვნა იყო და პარლამენტმა ვერ შეძლო, მოესმინა თავისი ამომრჩევლისათვის. 

თუმცა, ვიმედოვნებ, რომ ეს კენჭისყრა საბოლოო არაა და პარლამენტი ამ საკითხს დაუბრუნდება და შეძლებს კომპრომისის მიღწევას.

ამასთან, პოლიტიკურ უმრავლესობასა და ოპოზიციას მოვუწოდებ, დაიწყონ დისკუსია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გადალახონ ეს ვითარება ისე, რომ შემდეგი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდეს, როგორიც იყო საქართველოს ხელისუფლების პირობა და რასაც ყველა პოლიტიკური მოთამაშე ეთანხმება

ლიტველი ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ქართული ოცნების მიერ პირობის არშესრულებასა და იმ კანონპროექტის ჩაგდებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული

კომენტარები