რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე მასშტაბური აქციის პარალელურად პარტია პატრიოტთა ალიანსი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით აქციას რესპუბლიკის მოედანზე მართავს.
მათ რუსთაველის გამზირზე, ოპერის შენობამდე მსვლელობაც მოაწყვეს.
აქციაზე შეკრებილებს სიტყვით პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა მიმართა. მანამდე ინაშვილმა უწყვეტი აქციების დაწყება დააანონსა.
პარლამენტთან აქცია დღეს 15:00 საათზე დაიწყო. პროტესტი მას შემდეგ განახლდა, რაც პარლამენტმა 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე უარი თქვა.
აქციის მოთხოვნა ე.წ. "გერმანული მოდელით" ვადამდელი არჩევნებია.
საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებით მმართველმა გუნდმა არ შეასრულა სახალხო პროტესტის ფონზე ბიძინა ივანიშვილის მიერ დადებული პირობა.