საპროტესტო აქცია

"თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს“ - პოლონეთში მცხოვრებმა ქართველებმა აქცია გამართეს

ტატო მიროტაძე

აქცია „დაგვიბრუნეთ ქვეყანას“ ორგანიზატორებს, ვარშავაში მცხოვრებმა ქართველებმა სოლიდარობა გამოუცხადეს და საქართველოს საელჩოსთან აქცია გამართეს. აქციაზე ასევე იმყოფებოდა საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ძმის შვილი.   

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ტატო მიროტაძის თქმით ხელისუფლების დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ აღმაშფოთებელია.

"დღეს ყველა ქართველი დგას არჩევანის წინაშე, - მოითხოვოს ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის ჩამოშორება ხელისუფლების სადავეებიდან, ან უმოქმედობით მხარი დაუჭიროს მას. აღარ არსებობს ზღვარი პოლიტიკურ პარტიებს, თაობებსა თუ სხვადასხვა ღირებულებებზე მდგომ საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის. დღეს ყველა ერთად დგას ერთის წინააღდეგ“, - აღნიშნა მიროტაძემ.

პარლამენტთან აქცია დღეს 15:00 საათზე დაიწყო. პროტესტი მას შემდეგ განახლდა, რაც პარლამენტმა 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე უარი თქვა. 

აქციის მოთხოვნა ე.წ. "გერმანული მოდელით" ვადამდელი არჩევნებია.

საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებით მმართველმა გუნდმა არ შეასრულა სახალხო პროტესტის ფონზე ბიძინა ივანიშვილის მიერ დადებული პირობა.

კომენტარები