ქართული ოცნება

წულუკიანი: ბევრი რამე ჩვენი ბრალია, დადგა დრო, კოჰაბიტაცია დასრულდეს

ბევრი რამე ჩვენი ბრალია - დიახ, კოჰაბიტაციას უნდა ჰქონდეს დასასრული. ეს კოჰაბიტაცია მე მგონი, არ უნდა ვინანოთ, მე ამას არ ვემხრობი, მაგრამ დასასრული უნდა ჰქონდეს.

ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ პირველივე დღებში თქვა, ბევრმა მაშინ კარგად ვერ გავიგეთ, მან რა თქვა, მაგრამ დღეს კარგად მესმის, მან თქვა - ოპონენტებს, რაც არ უნდა ყველაზე სასტიკი ხელისუფლება ყოფილიყო საქართველოს ისტორიაში, მოვეპყრათ არა ისე, როგორც მათ ეკადრებათ, არამედ ისე, როგორც ეკადრება ჩვენს ქვეყანასო და ჩვენ წაგვიყვანა განვითარების მშვიდობიან და დემოკრატიულ გზაზე, რაც არ უნდა რთული ყოფილიყო ეს.

მაგრამ დღეს ვფიქრობ, უკვე დადგა დრო, რომ ჩვენ 2020 წლის არჩევნებზე ვაჩვენოთ რეალურად, რომ ეს არის წარსულის ძალა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმედის ეთერში.

კომენტარები