აქციები პარლამენტთან

მელია ოდიშარიას დაედევნა: "მიჭერდი და ცოტა ხანი რომ შეგაკავო, არ შეიძლება? ვისაუბროთ"

მთავარი არხი

ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები პარლამენტის შიდა ეზოში იმყოფებიან. ელენე ხოშტარია, ირმა ნადირაშვილი და ნიკა მელია ეზოში შემოსული ქართული ოცნების დეპუტატებთან კითხვების დასმას ცდილობენ.

შენობაში შესასვლელ კართან მიუსწრო ნიკა მელიამ ბექა ოდიშარიას, რომელმაც თქვა, რომ ოდიშარიას ბავშვობიდან იცნობს, ერთად გაიზარდნენ და მან მელიას დაკავებას დაუჭირა მხარი.

"ბიჭო, მიჭერდი და ცოტა ხანი რომ შეგაკავო, არ შეიძლება? ვისაუბროთ", - უთხრა მელიამ ოდიშარიას.

"კარგი, გეყოფა რა, მე არ გიჭერდი, გეყოფა ბიჭო" - უთხრა ოდიაშარიამ მელიას და მიუთითა, რომ "ტელევიზიიდან ნუ ელაპარაკება".

პასუხად, მელიამ მას უთხრა, რომ უნდა რცხვენოდეს. ბექა ოდიშარიას თქმით, არ რცხვენია. მან ნიკა მელიას მოუწოდა, ნუ მიდის პროვოკაციაზე. 

ოდიშარიამ შენობაში შესვლა შეძლო, თუმცა მანამდე დეპუტატებმა ერთმანეთს "უნამუსო" უწოდეს, ნიკა მელიამ კი დამატებით ოდიშარიას "უნამუსო ქლესა".

ამის შემდეგ პარლამენტის შენობაში კიდევ რამდენიმე დეპუტატის მანქანა შევიდა, თუმცა პარლამენტის წევრების ნაწილი ტრანს;პორტიდან არ გადმოვიდა და ტერიტორია დატოვა. ნაწილი კი შენობაში შევიდა, მათ ოპოზიციის დეპუტატებმა "მონა" უწოდეს.

კომენტარები