ნიკა მელიას სასამართლო საქმე

ბოკერია: საზოგადოება ივანიშვილის პოლიტიკური სიგიჟის მძევალი ვერ იქნება

არცერთი დღე არ იქნება ტაიმ აუტი ყველა ადგილს, რომლის პიკეტირებას და პოლიტიკურ კლიტეს დადებას ვგეგმავთ წინასწარ არ გავამხელთ. ჩვენი ამოცანა, ის კი არ არის, რომ ივანიშვილის ბედი ტრაგიკული იყოს, პირიქით ჩვენი ამოცანაა განიმუხტოს ვითარება. ოღონდ უნდა ითქვას, რომ მთელი საზოგადოება ივანიშვილის პოლიტიკური სიგიჟის მძევალი ვერ იქნება. თუ ხვალ მორიგ სიგიჟეს ჩაიდენს, ეს მას ვერ გადაარჩენს, არამედ პირიქით დაამძიმებს მის პოლიტიკურ ბედს. 

ევროპული საქართველოს პოლიტიკური მდივანი, გიგა ბოკერია ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩანიშნულ სხდომას გამოეხმაურა. საუბარია ე.წ. ქართუ ბანკის საქმეზე, რომელშიც ერთ-ერთი ბრალდებული ნიკა მელია. განაჩენი საქმეზე ხვალ გამოცხადდეს.

კომენტარები