მეგობრობა

ქალები, რომლებიც 80 წელია მეგობრობენ, ხანდაზმულთა ერთსა და იმავე სახლში ცხოვრობენ

BBC

ქალები, რომლებიც 80 წელია მეგობრობენ, ხანდაზმულთა ერთსა და იმავე სახლში ცხოვრობენ. მეგობრების ისტორიაზე BBC გვიამბობს.

89 წლის კატლინ სავილი და ოლივ ვუდვარდი 1941 წელს, 11 წლის ასაკში, სკოლაში დამეგობრდნენ და მას შემდეგ საუკეთესო მეგობრებად დარჩნენ.

"როცა ერთმანეთს შევხვდით, ვიცოდი, რომ ყოველთვის მეგობრებად დავრჩებოდით. ის ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. სამოთხეშიც გავაგრძელებთ მეგობრობას", - ამბობს კატლინ სავილი.

მეგობრები მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთ ქალაქში, ერთმანეთისგან 10 წუთის სავალზე ცხოვრობდნენ.

"ახლაც შეგიზლიათ დაინახოთ, თუ რამხელა სიყვარული აქვთ ერთმანეთის მიმართ", - ამბობს მენსფილდის ხანდაზმულთა სახლის თანამშრომელი.

კომენტარები