ქართული ოცნების დეპუტატის იოსებ მაკრახიძის და მისი კლასის შესახებ წიგნი გამოვიდა. ცირა მგალობლიშვილის მონოგრაფიას "ტკბილად მოსაგონარი" ჰქვია. წიგნი 1963 წელს, გორის მეოთხე სკოლის კურსდამთავრებულებს ეხება. სწორედ იმ წელს დაამთავრა სკოლა იოსებ (სოსო) მაკრახიძემ, რომელიც გორის მაჟორიტარი დეპუტატია. წიგნიდან ფოტომასალა qartli.ge-მ გაავრცელა.
"ამონარიდი გაზეთ კომუნისტიდან (1977 წელი, 20.07) - "ამ ახალგაზრდა ინჟინერმა არ იცის, რა არის დაღლა. ყოველ დღე პირველი მოდის კომბინატში და უკანასკნელი ტოვებს მას...არ გვინახავს, ხმა აემაღლებინოს, არ გვინახავს განერვიულებული და აწრიალებული, ყოველთვის დინჯია, გულისხმიერი, საქმიან და რწმენით აღსავსე ვითარებას ქმნის თავის გარშემო" - წერია წიგნში მაკრახიძის შესახებ.
იოსებ მაკრახიძე საქართველოს პარლამენტის წევრია 2016 წლიდან.