3 დეკემბერს ქართული ოცნების აქტივისტები და საჯარო მოხელეები ზუგდიდში გაერთიანების "ძალა ერთობაშია" ოფისს თავს დაესხნენ, ესროლეს ცოცხები, ყავარჯნები და კასრები და დალეწეს ოფისის ვიტრინა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ამბობენ, რომ მათ აქვთ მტკიცებულება, რომ მათ სამართალდამცველები წინასწარ გააფრთხილეს, თუმცა პოლიციამ რეაგირება არ მოახდინა და ნაცვლად ამისა, ადგილზე 30 წუთის დაგვიანებით მივიდა.
"პრაქტიკულად პოლიციამ ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, როდესაც რეაგირება არ მოახდინა დანაშაულის შემცველ ფაქტზე," - ამბობს ენმ-ის ერთერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე.
ოპოზიციურმა გაერთიანებამ მოიპოვა მტკიცებულებები, რომ ვანდალურ თავდასხმაში მონაწილებას მერიის, საკრებულოებისა და გამგეობის თანამშრომლები იღებდნენ.