მთელი ჩვენი ბრძოლა არის არაძალადობრივი და მშვიდობიანი. ასეთივე არაძალადობრივი და მშვიდობიანი ფორმით გაგრძელდება, მიუხედავად იმ უაღრესად შემაშფოთებელი მასიური ძალადობის ფაქტებისა, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ვიხილეთ ბოლო ორი დღის განმავლობაში, და გაგრძელდება აბსოლუტურად სამართლიანი მოთხოვნით. ჩვენ არც ხელისუფლების დამხობას ვითხოვთ, არც არავის წასვლას, განსხვავებით იმავე წინა წლების ოპოზიციური აქციებისგან. ჩვენ ვითხოვთ სამართლიან არჩევნებს, სადაც ყველას, მათ შორის ქართულ ოცნებასაც ექნება წარმატების შანსი, თუ ხალხი მხარს დაუჭერს. ეს არის მშვიდობიანი არაძალადობრივი ბრძოლა სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით.
პროპორციული არჩევნები
ბაქრაძე: ჩვენ არ ვითხოვთ ხელისუფლების დამხობას, ჩვენ ვითხოვთ სამართლიან არჩევნებს
tbl.ge/499b
დაკოპირდა
ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი დავით ბაქრაძე ტვ პირველის ეთერში, გადაცემაში "პოლიტმეტრი".
ამავე თემაზე
- 20 ივნისის საქმეზე დაკავებული: უარს ვაცხადებ შეღავათებზე, არ დათმოთ პროპორციული არჩევნები
- მდინარაძე: ოპოზიციას სურს ისეთი სისტემა, რომელიც ჩვენი წაგების თეორიულ შანსს გააჩენს
- ხაინდრავა: მთელი მსოფლიო დარწმუნდა, რომ საქართველო პროპორციული არჩევნებისთვის მზად არ არის
- ოდირი: ოპოზიციის შეთავაზებული საარჩევნო მოდელის მიღება უბრალო უმრავლესობითაა შესაძლებელი
- კიკნაველიძე: ივანიშვილი ამ არჩევნებს ყველა მოდელით წააგებს, ახლა წყდება - როგორ წააგებს