ბატონი ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა იყო წინააღმდეგი, რომ ეს პროცესი გაგვეგრძელებინა და გაგვევითარებინა ისე, როგორც ჩვენ განვაცხადეთ და დავაანონსეთ, თუმცა, არც ჩვენ ვართ ცოტანი და ამიტომ ვაგრძელებთ პროცესს.
მე ვარ უმრავლესობის წევრი, ვარ დამფუძნებელი, ვფიქრობ, არაფერი უჩვეულო არ არის, მე ვარ კანონმდებელი, მაქვს უფლება, მითუმეტეს, პროცედურების დაცვით, რომ გავიდე ხალხში, შევაგროვო 200 000 ხელმოწერა და გამოვიტანო სამსჯელოზე.
გუნდიდან გასვლას არ ვაპირებ, მაგრამ ხალხში გასვლას ნამდვილად ვაპირებ