გახსოვთ გუშინდელი ბაქიბუქი ბოკერია და სხვა ნაციონალები გამოდიოდნენ და აცხადებდნენ, რომ ღამისთევით მოგვიწევდა ჩვენ პარლამენტში დარჩენა, ვერ მოახერხებდა პარლამენტი შეკრებას და მუშაობას.
ბაქიბუქობდნენ, რომ 800 კაცს შეკრებდნენ, თუმცა 200 კაციც ვერ შეკრიბეს. დილით მოვედით, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს პარლამენტი და ჩვეულ რეჟიმში მიიღებს გადაწყვეტილებას. ბუნებრივია 200 ნაციონალი ვერ დაბლოკავს პარლამენტის მუშაობას.