ანა კარინა

მსახიობი ანა კარინა 79 წლის ასაკში გარდაიცვალა

14 დეკემბერს, 79 წლის ასაკში, ონკოლოგიური დაავადებისგან, ფრანგული ახალი  ტალღის მსახიობი ანა კარინა გარდაიცვალა. 

კარინას ნამდვილი სახელი და გვარი ჰანა ბეიერი იყო. ის საფრანგეთში დანიიდან 18 წლის ასაკში ჩავიდა და 1959 წელს თავისი მომავალი მეუღლე, ჟან-ლიუკ გოდარი გაიცნო და რეჟისორის რამდენიმე ფილმში ( Woman Is a Woman, Le Petit Soldat, Pierrot le Fou ...) ითამაშა. 


ფოტო: flickr

მსახიობი ისეთი რეჟისორების სურათებში მონაწილეობდა, როგორიცაა ანიეს ვარდა, ლუკინო ვისკონტი, რაინერ ვერნერ ფასბინდერი და სხვები. 

1967 წელს ის გოდარს დაშორდა, ფილმების გადაღება და წიგნების წერა დაიწყო. უკანასკნელი 35 წელის ის ამერიკელი რეჟისორის დენის ბერის ცოლი იყო. 

კომენტარები