ამერიკელი კონგრესმენების წერილი

ხოშტარია კონგრესმენების წერილზე: ეს არის პრაქტიკულად განგაშის ზარი ჩვენი მეგობრებისგან

ეს არის პრაქტიკულად განგაშის ზარი ჩვენი მეგობრებისგან. ის ფაქტი, რომ მეგობართა ჯგუფი კონგრესში იღებს გადაწყვეტილებას, მისწეროს საქართველოს მთავრობას, ნიშნავს, რომ ძალიან დიდი პრობლემა აქვს ჩვენს ქვეყანას დემოკრატიის თვალსაზრისით. ეს არის, პრაქტიკულად, საქართველოს მთავრობის გაფრთხილება და აქ არ არის ლაპარაკი რომელიმე პარტიის მხარდაჭერაზე ან რაღაც ჯგუფის მხარდაჭერაზე, აქ არის ლაპარაკი, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს მეტს. პირდაპირ საუბრობენ კონგრესმენები ამაზე. ეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა იმ კრიზისში, რომელშიც ვიმყოფებით. ეს უნდა იყოს წითელი ბარათი ხელისუფლებისთვის. 

თქვა "ევროპული საქართველოს" წევრმა, ელენე ხოშტარიამ "მთავარ არხთან" ინტერვიუში. იგი გამოეხმაურა აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელი წევრის და საქართველოს თანამშრომლობის ჯგუფის თანათავმჯდომარის, ადამ კინზინგერის წერილს, რომლითაც კონგრესმენმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრემიერს, გიორგი გახარიას მიმართა და ხელისუფლებას საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის დიალოგისკენ მოუწოდა.

კომენტარები