ბოკერია მოზარდის გარდაცვალებაზე: ამაზრზენია ფოკუსის ოპონენტების როლსა და სკოლაზე გადატანა

სოციალურ ქსელებში ივანიშვილის მანქანაა ამუშავებული, რომ სრულიად უტიფრად და ძალიან ბინძურად ფოკუსი ხელისუფლების ოპონენტების როლსა ან სკოლაზე გადაიტანონ. 

ესეც ამაზრზენი ამბავია და ახლა მაინც შეწყვიტონ, დიდი სირცხვილია ეს ისევე, როგორც მთელი ეს კამპანია ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ რატომ მოხდა პოლიციასთან დაკავშირება საერთოდ

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება, რომელმაც დაკითხვის დროს გამომძიებლის მხრიდან სავარაუდო ზეწოლის გამო თავი მოიკლა. სხვადასხვა პროსახელისუფლებო გვერდი და მომხმარებელი Facebook-ზე პასუხისმგებლობის სკოლასა და ოპონენტებზე გადატანას ცდილობენ.

კომენტარები