ანალოგიური კვლევები, ჩვენ რომ გვქონდეს ამდენი დრო, ჩვენც შეგვიძლია, გავაკეთოთ. დღეს რომ ხელისუფლებაში ჩვენ არ გვქონდეს უამრავი საქმე, ცალი ხელით პასუხი არ გვქონდეს გასაცემი დეზინფორმატორებზე და მართლა რეალურ ტროლებზე, რომლებიც ჩვენს ქალაქში დადიან და მეორე ხელით სახელმწიფო არ გვქონდეს სამართავი მთელი თავისი პრობლემებით, გამოწვევებით და არ გვქონდეს ის ამოცანები შესასრულებელი, რა თქმა უნდა, ჩვენც დავსხდებოდით, ერთ ოფისს ვიქირავებდით და დავიწყებდით ამ ყველაფრის კვლევას
სამთავრობო პროპაგანდა
თალაკვაძე ტროლებზე: ამდენი საქმე რომ არ გვქონდეს, ჩვენც გავაკეთებდით ანალოგიურ კვლევებს
tbl.ge/4b59
დაკოპირდა
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იმედის ეთერში, გაუქმებული ფეისბუქგვერდების შესახებ ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის (DFRLab) ჩატარებულ კვლევაზე. ორგანიზაციამ დაადასტურა Facebook-ის შეფასება, რომ გაუქმებული გვერდები მუშაობდნენ საქართველოს შიდა აუდიტორიაზე და საზოგადოებრივი უთანხმოების საგნად ქცეულ სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე ისეთ მასალებს ავრცელებდნენ, რაც მხარს უჭერდა ბიძინა ივანიშვილისა და მთავრობაში მისი მოკავშირეების პოზიციებს, თავს ესხმოდნენ ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას და ცდილობდნენ საქართველოს დასავლელი მოკავშირეების, განსაკუთრებით კი აშშ-ის დისკრედიტაციას.
ამავე თემაზე
- FACEBOOK-გვერდი BIDZINA IVANISHVILI & MEDIA გადაკეთდა და GAKHARIA & MEDIA ჰქვია
- პროსახელისუფლებო FACEBOOK-გვერდი მუქარის შემცველ პოსტს აქვეყნებს
- ვოლსკი: საოცარია, რომ ყურადღება გადაიტანეს ყანდიაშვილზე, რასაკვირველია, ჩვენი გუნდის წევრია
- ყანდიაშვილი: Fake News-ებთან საბრძოლველად მჭიდრო თანამშრომლობას გავაგრძელებთ Facebook-თან
- კალაძე: არ ვიცი ტროლები, ბოტები, ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს ამის საჭიროება