გერმანიაში, ქალაქ კრეფელდის ზოოპარკში ხანძრის შედეგად 30-მდე ცხოველი დაიღუპა.
"ჩვენთვის განსაკუთრებით ტრაგიკულია, რომ ამ ზოოპარკის ცხოველები, ფრინველები და ძუძუმწოვრები, ხანძარს ემსხვერპლნენ. მათ შორის იყვნენ განსაკუთრებით საშიში მაიმუნები, ორანგუტანები, გორილები ცენტრალური აფრიკიდან და შიმპანზეები დასავლეთ აფრიკიდან”, - ამბობს ზოოპარკის დირექტორი.
ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზად ახალი წლის ღამეს ცაში გაშვებულ ე.წ. ფრანებს მოიაზრებენ. თვითმხილველთა განცხადებით, ხანძრამდე ცოტა ხნით ადრე მათ ზოოპარკის ტერიტორიაზე საკმაოდ დაბალ სიმაღლეზე გადაადგილებადი ფრანები შენიშნეს.