მკვლელობა მარტვილში

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც მარტვილში ცივი იარაღით თანასოფლელი მოკლა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარტვილში მომხდარი მკვლელობის საქმეზე 1 პირი დააკავეს. 1961 წელს დაბადებულმა ჯ.ნ-მ თანასოფლელი ცივი იარაღით მოკლა. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში ურთიერთშელაპარაკების შემდეგ ცივი იარაღით თანასოფლელს - რ.ჯ.-ს ცივი იარაღით სხეულის დაზიანება მიაყენა. მიღებული ჭრილობებით რ.ჯ. გარდაიცვალა",-წერია შსს-ს განცხადებაში. 

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. პოლიციამ დანაშაულის იარაღი, დანა, ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

 

კომენტარები