ირანი

ირანში, ბირთვულ სადგურთან ახლოს 4.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

Mohsen Shandiz/Corbis Historical

ირანში, ბუშეჰრის ბირთვულ სადგურთან ახლოს 4.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ირანის ისლამური რესპუბლიკის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრას გართულებები არ გამოუწვევია. ადგილზე სამაშველო ჯგუფები იმყოფებოდნენ.

მიწისძვრა სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ბორაზჯანთან, 17 კილომეტრში მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

ბუშეჰრის ატომურ სადგურთან ახლოს 4.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 27 დეკემბერსაც მოხდა. 

ბუშეჰრის ატომური სადგური 2010 წლის აგვისტოში გაიხსნა და არა მხოლოდ ირანში, არამედ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში პირველი ატომური რეაქტორია. მას შეუძლია, 9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას გაუძლოს. 

კომენტარები