ჩინეთის ქალაქ ჰარბინში ყოველწლიური ყინულისა და თოვლის ფესტივალი მიმდინარეობს.
ფესტივალი 5 იანვარს დაიწყო და მის ფარგლებში გამოფენილია ყინულისგან შექმნილი სკულპუტურები, რომლებზეც 10 000-მდე ადამიანი მუშაობდა - ზოგი სკულპტურა მომცრო ზომის არის, ზოგი კი სიმაღლეში 45 მეტრსაც აღწევს.
ყინულისა და თოვლის ფესტივალი რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდება და China Highlights-ის ინფორმაციით, მას დაახლოებით 15 მილიონი ტურისტი ნახულობს.
პირველად ფესტივალი 1985 წელს ჩატარდა.