დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე, "მიონის" ყოფილი ქარხნის შენობაში ხანძარია.
როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ცეცხლი მეექვსე სართულზე გაჩნდა. მათივე ცნობით, ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.
დაშავებულებზე ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.