მსახიობთა გილდია და SAG-AFTRA (ტელევიზიისა და რადიოს მოღვაწეების ამერიკული ასოციაცია) გადასაღებ მოედანზე ძალადობისა და შევიწროების თავიდან ასარიდებლად სექსის სცენებისთვის ახალ წესებს შეიმუშავებენ.
ერთ-ერთი წესი იმაში მდგომარეობს, რომ გადაღებებს ყოველთვის დაესწრება კოორდინატორი, რომელთანაც მსახიობი გაივლის კონსულტაციას და გადაწყვეტს რის გასაკეთებლად იქნება მზად და რის - არა.
"შესასრულებელი ინტიმური სცენის ყველა დეტალი წინასწარ უნდა იყოს ცნობილი, რომ მსახიობმა გადაწყვიტოს უნდა მას ეს ყოველივე თუ არა, ასევე იმისთვის, რომ არავინ აიძულოს ზედმეტის გაკეთება" თქვა SAG-AFTRA-ს თავმჯდომარემ გებრიელ კარტერისმა.
ინტიმური სცენების პროფესიონალების ასოციაციის დამაარსებელი, ამანდა ბლუმენტალი დარწმუნებულია, რომ ახალი წესები კარგია მსახიობებისთვის და იმდენად დრეკადია, რომ მარტივი იქნება მათი სხვადასხვა სიტუაციისთვის მორგება.