სამცხე-ჯავახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა.
შსს-ს ცნობით, ორივე დაკავებული 1991 წელს დაბადებული პირია და მათ ბრალად ედებათ ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა ახალქალაქში, პირადი კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის მრავლობითი დაზიანება მიაყენეს ოთხ ადამიანს, მათგან ერთერთი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა.