კახეთში არასრულწლოვანი გოგოს "მოტაცებისთვის" ორი პირი დააკავეს.
დაკავებულები 2003 და 2001 წელს დაბადებული პირები არიან. მათ ბრალად არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა ედებათ და 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა 2004 წელს დაბადებული გოგო 5 თებერვალს მოიტაცეს.
როგორც შსს იტყობინება, სამართალდამცველებმა გატაცებული გოგონას კვალს მალევე მიაგნეს და იმავე დღეს სახლში უვნებელი დააბრუნეს.
ბრალდებულები კი პოლიციამ 8 თებერვალს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დააკავა.