გიგი უგულავას დაკავება, ეს არის შიშის დემონსტრირება ქართული ოცნების მხრიდან. აღარც საარჩევნო სისტემით მანიპულაცია შველით, აღარც დიდი ფული შველით, რომლის დახარჯვასაც აპირებენ. აღარც ადმინისტრაციული რესურსი შველით და ახლა ფიქრობენ, რომ პერსონალურად, პოლიტიკური ლიდერების დაკავებაზე გადავლენ და იქნებ ამით მაინც გაანეიტრალონ ოპოზიცია. მათ და საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ ყველა ასეთი ქმედება გვაძლიერებს. ერთ რამეს ვიტყვი, პირობას ვდებ, მაქსიმუმ ოქტომბრამდე მოუწევს მას [უგულავას] საპატიმროში ყოფნა. ის აუცილებლად, ძალიან სწრაფად გათავისუფლდება, როგორც კი დამარცხდება ქართული ოცნების რეჟიმი საქართველოში
გიგი უგულავას საქმე
ვაშაძე უგულავაზე: პოლიტიკური ლიდერების დაკავებით ფიქრობენ ოპოზიციის განეიტრალებას
tbl.ge/4fmp
დაკოპირდა
მოძრაობა "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, გიგი უგულავას ე.წ ფონდის საქმეზე კიდევ სამი წლით პატიმრობა მიესაჯა.
ამავე თემაზე
- ბოკერია: უგულავას საქმის გაგრძელებით ჩანს, შეთანხმების გარღვევად გამოცხადება შეცდომა იყო
- უგულავა: ვინც არ უნდა დაიჭირონ, ჩვენი ციხიდან გამოშვება რიგგარეშე არჩევნებში არ გაიცვლება
- Edison Research: 61% გიგი უგულავას დაპატიმრებას უსამართლოს უწოდებს
- თბილისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი - სასამართლომ უგულავას აღკვეთის ღონისძიება გაუუქმა
- უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა, რომ უგულავას საქმე დარღვევებით განიხილა