რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება პოლიტიკაში, მივესალმები ამას. პოლიტიკურ პლასტელინს [გიორგი მარგველაშვილი] არ მგონია, რამე პრობლემა ჰქონდეს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან მიკედლების, მათ შორის, სააკაშვილთანაც. ჩვენ მისი განცხადება მოვისმინეთ და დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები
tbl.ge/4g8w
დაკოპირდა
ქართული ოცნების გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე საუბრობს ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილზე, რომელიც პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გუნდთან ერთად მოვიდა. მარგველაშვილმა 17 თებერვალს Twitter-ზე დაწერა, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ქართულმა ოცნებამ ავტორიტარიზმისკენ სვლის წითელი ხაზები გადაკვეთა, ის აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება. ერთი დღით ადრე კი მან მთავარი არხის ეთერში თქვა, რომ თუკი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დემოკრატიის გაძლიერებაში წვლილს შეიტანს, მასთანაც ექნება კომუნიკაცია.
ამავე თემაზე
- ეს ყველაფერი წაიღეთ სამართალდამცველ სტრუქტურებში - კობახიძე ძალადობის ამსახველ ვიდეოზე
- ზრდილობის ხსენებაზე მიშველაძემ კობახიძეს დიტო სამხარაძის გინება ჩაურთო
- ღუდუშაური მოქალაქეს: შე ჩმორო, შენი დედას შევე*ი
- ოცნების დეპუტატი: არ გამოდის ოჯახი მამაკაცისა და ქალის გარეშე
- საკრებულოში ოცნების დეპუტატი: ღირსებით, გაუ*იმავი კაცებით ვივლით ევროპისკენ