ოჯახში და ქალზე ძალადობა

დეკანოზი თამაზი: ქალზე მოძალადე კაცებისთვის უმკაცრესი საეკლესიო სასჯელი უნდა დადგინდეს

ბევრჯერ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, გარდა სახელმწიფოს უმკაცრესი და თანმიმდევრული რეაგირებისა, აუცილებელია საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უმაღლეს, სინოდალურ დონეზე გააკეთოს უმკაცრესი და ცალსახა განცხადება მოძალადე კაცების წინააღნდეგ, დაგმოს ყოველგვარი ძალადობა ქალების მიმართ და სადწრაფოდ დაადგინოს უმკაცრესი საეკლესიო სასჯელი ქალზე მოძალადები კაცებისთვის. ამასთან ერთად ყველა ეპარქიაში, ეკლესიის ამბიონებიდან უნდა დაიწყოს ინტენსიური სწავლება და ქადაგება კაცების ვალდებულების შესახებ ქალის და ცოლის წინაშე, თუნდაც იმ შემთხვევაში როცა ცოლს აღარ უნდა მასთან ცხოვრება. დღეს ბევრი ეგოისტი და მოძალადე კაცი სრულიად გაუცნობიერებელია და უსწავლელია ქალთან ურთიერთობის საკითხებში. ეკლესიიდან უნდა წამოვიდეს ცალსახა და ნათელი იმპულსი, ყოველგვარი ”მაგრამ”-ის გარეშე. ეს საციცოცხლოდ აუცილებელია.

დეკანოზი თამაზ ლომიძე სამტრედიაში მომხდარ მკვლელობას ეხმაურება. კაცმა ცოლი მაშინ მოკლა, როცა ის სამოქალაქო რეესტრში განქორწინების პროცედურას იწყებდა.

კომენტარები