ლედი გაგა

ლედი გაგას ახალი მუსიკალური ვიდეოს ტიზერი გამოვიდა

StyleCaster

ლედი გაგა ახალი სიმღერის და მუსიკალური ვიდეოს გამოსაშვებად ემზადება. მომღერალმა საკუთარ ინსტაგრამზე სიმღერის Stupid Love კლიპის ტიზერი გამოაქვეყნა.

ვიდეოში გაგას უცხოპლანეტელის კოსტუმი აცვია და ადამიანების ჯგუფთან ერთად უდაბნოში დახეტიალობს. მომღერალი და მისი გუნდი კადრში ჟესტების ენაზე ამბობს: "ყველაფერი რაც ოდესმე მინატრია სიყვარულია".

ლედი გაგას ახალი სიმღერა და ვიდეო პარასკევს, 28 თებერვალს გამოვა.

კომენტარები