ქობულეთში, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი კაცი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს მოხდა, ახალგაზრდა კაცი მძიმე მდგომარეობით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შსს-ის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.