რა თქმა უნდა, ადარწმუნებული ვარ, ჩვენი დიპლომატიური კორპუსის ზეწოლით მოხდა ჩემი გათავისუფლება. ვისარგებლებ და მადლობას გადავუხდი ყველა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, რომელიც დიდი ინტერესით აკვირდება ჩვენს პოლიტიკურ ვითარებას. და, რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი იმ ოპოზიციონერებს, რომლებიც სისტემატურად ცდილობენ, რომ პოლიტპატიმრები გაათავისუფლონ ციხიდან, ყველას დიდი მადლობა
კობა კოშაძე
ოქრუაშვილის დაცვის წევრი: ჩემი გათავისუფლებისთვის მადლობას ვუხდი დიპლომატებს და ოპოზიციას
tbl.ge/4i4r
დაკოპირდა
თქვა TV პირველთან ჩართვისას "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრმა, კობა კოშაძემ, რომელიც 6 მარტს სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად. ირაკლი ოქრუაშვილის მტკიცებით, მისი დაცვის წევრს იარაღი "ჩაუდეს".