თბილისში, ნაფარეულის 1 ნომერში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
თვითმხილველების თქმით, უცნობმა პირებმა მიმავალი მანქანიდან დაახლოებით 5-ჯერ გაისროლეს.
როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3-4 ნაწილით მიმდინარეობას, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.