კომპანია HBO კომპიუტეული თამაშის The Last of Us მიხედვით სერიალს გამოუშვებს. პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერი და სცენარისტი სერიალის Chernobyl ერთ-ერთი ავტორი რეიგ მეიზინია.
სერიალის სიუჟეტი ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის, მგრამ მას თამაშის პირველი ნაწილისა და ჯერ არ გამოსული მეორე ნაწილიდან რამდენიმე ისტორიის მიხედვით გადაიღებენ. The Last of Us-ში მოქმედება პოსტაპოკალიპტურ მსოფლიოში ვითარდება. მთავარმა გმირმა ჯოელმა 14 წლის გოგონა ელი კარანტინის ერთი ზონიდან მეორეში უნდა მიაცილოს. გოგონა პირველი ადამიანია, რომელიც ზომბის ბენის შემდეგ არ ინფეცირდა.
სხვა დეტალები სერიალზე ჯერ-ჯერობით უცნობია.