კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსი - პროკურატურა მოუწოდებს ხალხს თავი შეიკავონ უწყების დანაყოფებში მისვლისგან

საქართველოს პროკურატურა

საქართველოს პროკურატურა, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოუწოდებს მოქალაქეებს განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ პროკურატურის დანაყოფებში მისვლისგან. გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ განცხადებები და მათთვის საინტერესო საკითხები ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გააგზავნონ მისამართზე [email protected], ხოლო თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა იქნება, განცხადებები დატოვონ პროკურატურის შენობებში სპეციალურად განთავსებულ ყუთებში.

"ასევე, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პროკურატურის თანამშრომლებს მოუწოდა შეასრულონ მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციები. როგორც ირაკლი შოთაძემ თანამშრომლებთან შეხვედრის დროს აღნიშნა, პროკურატურის შენობებში დეზინფექცია უკვე ჩატარდა, რაც მომავალში გაგრძელდება." - წერია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე წერია, რომ პროკურატურის თანამშრომლებს, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, მიეცემათ დისტანციურად მუშაობის საშუალება, ხოლო მაღალი რისკის მქონე თანამშრომლები გადავლენ თვითიზოლაციაში.

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის 25 შემთხვევაა დადასტურებული. პრემიერმა მთავრობის სხდომაზე საჯარო და კერძო უწყებებს შეძლებისდაგავრად დისტანციური მუშაობის რეკომენდაცია მისცა.

კომენტარები