აშშ-ის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) გუნდის, Utah Jazz-ის კიდევ ერთ კალათბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა Utah Jazz-ის კალათბურთელს კორონავირუსი დაუდასტურეს.
არც კლუბი და არც საკალათბურთო ასოციაცია არ ახმაურებენ, რომელ მოთამაშეს დაუდგინდა დაავადება.
ამჟამად NBA-ის რეგულარული სეზონი დროებით შეჩერებულია. შეჩერების მიზეზი კი სწორედ Utah Jazz-ის პირველი კალათბურთელისთის კორონავირუსის დადასტურება გახდა.
იმ გუნდების კალათბურთელები, რომლებიც Jazz-ს ბოლო ხანებში ეთამაშნენ, ექიმების რჩევით, თვითიზოლაციაში იქნებიან.